კობა კობალაძე: მთელი მსოფლიო, განვითარებული სახელმწიფოები მაგალითად იშველიებენ ჩვენს პატარა, ეფექტიანად მოქმედ სახელმწიფოს

“მთელი მსოფლიო და განვითარებული სახელმწიფოებიც კი მაგალითად იშველიებენ ჩვენს პატარა, ეფექტიანად მოქმედ სახელმწიფოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

კობალაძის თქმით, საქართველო დღეს შველას არავის სთხოვს.
„რაც უმთავრესია ამ კრისზისულ პერიოდში – მთავრობამაც, ხელისუფლებამაც, ბიზნესმაც, სხვადასხვა სეგმანტმა, მოახერხეს ის, რომ შიდა რესურსზე, სახელმწიფოს რესურსზე დაიწყო ამ ყველაფერმა ამოქმედება. პლუს ამას, შერჩეული სტრატეგია არის სწორი იმიტომ, რომ უკვე პროფესიონალებს დაევალათ ამ ყველაფრის კონსულტაცია, ქმედება. ამ მენეჯმენტში სახელმწიფო და მთავრობა ეხმარება მათ. ფაქტობრივად, ჩვეული რეჟიმი იყო ის, რომ სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა ხელგაშვერილი დარბოდა აქეთ-იქეთ შველის მოთხოვნით, დღეს არავის ვთხოვთ შველას, პირიქით, მთელი მსოფლიო და განვითარებული სახელმწიფოებიც კი მაგალითად იშველიებენ ჩვენს პატარა, ეფექტიანად მოქმედ სახელმწიფოს.
რაც შეეხება უპასუხისმგებლო განცადებებს – რეალურად უპასუხისმგებლო განცხადებებია ის, რომ, როცა შეიქმნა ჩვენი წარმოების პროდუქტი, ამის გაშარჟება მოხდა. იმის მაგივრად, რომ წავახალისოთ საადგილმამულო ის რესურსი, რომელიც გვაქვს, კვლავ უპასუხსიმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ვისმენთ“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები