კობა კობალაძე საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებაზე: ეს ემსახურება იმას, რომ პროცესები კონტროლიდან არ გავიდეს
“საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, პირველ ყოვლისა, ემსახურება იმას, რომ პროცესები კონტროლიდან არ გავიდეს და საზოგადოების უსაფრთხოება დაცული იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადა.
როგორც კობალაძემ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა ქვეყანას, რეალურად, მაქსიმალური საფრთხე ააცილა თავიდან.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების საფრთხე გაცილებით მეტია. როგორც დეპუტატი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ უსაფრთხოების ნორმების უზუნველყოფისთვის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება სჭირდება, საპარლამენტო უმრავლესობიდან ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ იქნება.
„ჩემი პოზიცია არის, პირველ ყოვლისა, ის, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს. თვითიზოლაციის რეჟიმმა, საგანგებო სიტუაციამ, რეალურად, მაქსიმალური საფრთხე ააცილა ჩვენს ქვეყანას. პროცესები არის კონტროლირებადი. ეს ყველაფერი ქაოსურ მიმართულებაში არ გადაიზარდა.
რაც შეეხება უპასუხისმგებლო განცადებებს – უპასუხისმგებლო განცხადებებია ის, რომ, როცა შეიქმნა ჩვენი წარმოების პროდუქტი, ამის გაშარჟება მოხდა. იმის მაგივრად, რომ წავახალისოთ საადგილმამულო ის რესურსი, რომელიც გვაქვს, კვლავ უპასუხსიმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ვისმენთ.
რაც უმთავრესია კიდევ ამ კრისზისულ პერიოდში – მთავრობამაც, ხელისუფლებამაც, ბიზნესმაც, სხვადასხვა სეგმანტმა, მოახერხეს ის, რომ შიდა რესურსზე, სახელმწიფოს რესურსზე დაიწყო ამ ყველაფერმა ამოქმედება. პლუს ამას, შერჩეული სტრატეგია არის სწორი იმიტომ, რომ უკვე პროფესიონალებს დაევალათ ამ ყველაფერის კონსულტაცია, ქმედება. ამ მენეჯმენტში სახელმწიფო და მთავრობა ეხმარება მათ. ფაქტობრივად, ჩვეული რეჟიმი იყო ის, რომ სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა ხელგაშვერილი დარბოდა აქეთ-იქით შველის მოთხოვნით, დღეს არავის ვთხოვთ შველას, პირიქით, მთელი მსოფლიო და განვითარებული სახელმწიფოებიც კი მაგალითად იშველიებენ ჩვენს პატარა, ეფექტიანად მოქმედ სახელმწიფოს.
საგანგებო სიტუაციების გაგრძელება, უპირველესად, ემსახურება იმას, რომ ეს პროცესები კონტროლიდან არ გავიდეს და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული.
შიდა გავრცელების საფრთხე გაცილებით მეტია დღეს, აქედან გამომდინარე, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება პროფესიონალებთან კონსულტაციის და ანტიკრიზისული საბჭოს გადაწყვეტილებით შეხედავს იმას, რომ უსაფრთხოების ნორმების უზუნველყოფისთვის სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, მოგვმართავენ და, ჩემი აზრით, არგუმენტებიდან გამომდინარე არ იქნება წინააღმდეგობა ჩვენგან“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე