ქობულეთში ინფიცირებული პირის 355-მდე კონტაქტია გამოვლენილი

ქობულეთის კლასტერიდან 355-მდე კონტაქტია მოძიებული. ოთხივე სოფელში, სადაც საკარანტინე ზომებია გამკაცრებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 1600-ზე მეტ პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, საიდანაც 13 საეჭვო შემთხვევა ფიქსირდება.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, შემთხვევები გადამოწმდება და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს, აქედან 20 ე.წ. ქობულეთის კლასტერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები