ხულოში კერძო კომპანიების მიერ საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათო პროდუქტების გადაცემა გრძელდება
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძო კომპანიების მიერ საჭიროების მქონე ოჯახებზე სასურსათო პროდუქტების გადაცემა გრძელდება.
მორიგი კამპანიის ფარგლებში, შპს ,,გიო+2016-მა” 27 ოჯახისათვის პირველადი მოხმარების სასურსათო კალათა მოამზადა.
სასურასათო პროდუქტები მერის წარმომადგენელმა ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო აბულაძემ და შპს ,,გიო+2016-ის” დირექტორმა, რევაზ რიჟვაძემ, სოფელ ვაშლოვანში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს მიუტანეს.