ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება – ამის შესახებ ეპარქიის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ განაცხადა.

რაც შეეხება ლიტურგიას – მეუფეს განმარტებით, ის საპატრიარქოს მიერ დადგენილი წესებით აღევლინება.

“ბზას გაყიდვით არ გავყიდით, მხოლოდ მათ ვუკურთხებთ, ვინც სახლიდან მოიტანს. რაც შეეხება წირვას – ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან თემა გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად აღვნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციითა და წესების დაცვით”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე სასულიერო პირების ტესტირებას არ ემხრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები