ავიამზიდ “შარლ დე გოლზე” კორონავირუსით ეკიპაჟის 50 წევრი დაინფიცირდა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიამზიდ “შარლ დე გოლის” ბორტზე ეკიპაჟის 50 წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მანამდე, COVID-19-ზე ეჭვი ეკიპაჟის 40 წევრზე არსებობდა, რის გამოც ბორტზე ტესტის ჩასატარებლად სამედიცინო ბრიგადა იყო გაგზავნილი.

“ტესტირებამ 50 დადებითი პასუხი გამოავლინა. სამი მეზღვაური თვითმფრინავით საფრანგეთში საავადმყოფოშია ევაკუირებული”, –  ნათქვამია სამინისტროს კომუნიკეში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გემი მოძრაობას ტულონის მიმართულებით აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები