გია ყანჩელის „სტიქსის“ ონლაინკონცერტი გაიმართება

11 აპრილს, 12:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი  გია ყანჩელის „სტიქსის“ ონლაინკონცერტს გამართავს.
შემსრულებლები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი,  გორის ქალთა კამერული გუნდი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი.

გიორგი ცაგარელი, ვიოლა;
ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი.
ქორმაისტერები: თეონა ცირამუა, სვიმონ ჯანგულაშვილი

გია ყანჩელი:
„სიამაყის გრძნობა მიჩნდება „სტიქსის“ შესრულების დროს ერთი გარემოების გამო, მთელს მსოფლიოში ყველა ქვეყნის გუნდი მღერის ქართულ ენაზე. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი რანგის ალტისტი, როგორიც გიორგი ცაგარელია, ისეთი რანგის დირიჟორი და ორკესტრი, როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და ჩვენი ეროვნული სიმფონიური ორკესტრია“.
მანამდე ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ასეთი შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნა:
„ძვირფასო მსმენელო და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გულშემატკივრებო, თქვენ გარეშე თითქოს საუკუნე გავიდა. მონატრების ნიშნად გადავწყვიტეთ თქვენთან დისტანციური შეხვედრა ჩვენს სახელოვან სოლისტებთან და დირიჟორებთან ერთად.
გელით ყოველ შაბათ-კვირას, დღის 12 საათიდან ჩვენს ონლაინკონცერტებზე ორკესტრის ოფიციალურ გვერდზე. შევეცადეთ საუკეთესო ჩანაწერები შეგვერჩია და ისევ გვეთქვა – ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის!“- აღნიშნულია ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ინფორმაციაში.
ონლაინკონცერტების მოსმენა შესაძლებელია ბმულზე:
https://www.facebook.com/georgianphilharmonicorchestra/?eid=ARCbrF0gH9JmeWMkR7ae7ZzONz3VUcuTrDtoJUSjX22XHEdwZyiTrDRvXy24It6llcehsvAe2xGT_U0t

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები