პაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ არის სამ შემთხვევაში

“საქართველოში ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ არის სამ შემთხვევაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევების გარდა, არცერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის.

„ბოლო დღის განმავლობაში არცერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის. ან შემოტანილი შემთხვევებია, ვთქვათ, იყო რამდენიმე შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, დანარჩენი ყველა დაკავშირებულია უკვე ცნობილ შემთხვევებთან.

ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ არის, დაახლოებით, სამ შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ, შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. შემდეგ საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის, ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ  უკვე შესაძლო კლასტერები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები