გორის საკრებულოს, “ქართული ოცნების” წევრები StopCov ფონდში ხელფასის ნაწილს ჩარიცხავენ

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები ხელფასი გარკვეულ ნაწილს ჩარიცხავენ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ, დავით რაზმაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა.
“დღეს ჩვენ ვდგავართ ურთულესი გამოწვევის წინაშე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევუერთდეთ მთავრობის ინიციატივას და გორის მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრები და, ასევე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები მიმდინარე თვის ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს კოვით 19 წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავ. მე მივიჩნევ, რომ ხელისუფლების ეს ინიციატივა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დროულად და ეფექტურად ვუპასუხოდ იმ მძიმე გამოწვევას, რასაც დღეს კორონავირუსი ჰქვია”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში, მმართველი პარტიის ინიციატივით, მთავრობისა და პარტია “ქართული ოცნების” წევრები მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. “ოცნების” ინიციატივას მთელი საქართველოს მასშტაბით სამხარეო ადმინისტრაციები, მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება და პარტიის წევრებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები