ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით თერჯოლის “ცხელების ცენტრიდან “ახალი პაციენტი გადაიყვანეს. მისი დაინფიცირების წყარო, ამ დროისთვის, უცნობია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მეთერთმეტეა, რომელიც კლინიკაში კორონავირუსზე იმკურნალებს. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით კიდევ ორ პაციენტს ბათუმიდან ელოდებიან.

“სამი კვლევა გვქონდა უარყოფითი, ამ დროსთვის, კლინიკაში გვიწევს 11 დადასტურებული პაციენტი და ველოდებით კიდევ დედა-შვილს აჭარიდან. თერთმეტი პაციენტიდან შვიდის მდგომარეობა არის გართულებული პნევმონიებით, რაც შეეხება თერჯოლიდან გადმოყვანილ 55 წლის ქალბატონს – მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, ასევე, გვყავს ორი პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდება საკონტროლო კვლევა”, – განაცხასა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 227 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 52, გარდაცვლილი – 3,  კარანტინში იმყოფება 4829 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 410 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები