ავარია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე – დაშავდა 5 ადამიანი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შედარებით მძიმედ დაშავებული მგზავრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის – სულხან ორჟონიას განცხადებით, კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში სამი მამაკაცია მოთავსებული, მათ ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ. ორჟონიას ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას: განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.