ჯონდო მდივნიშვილი: ქედს ვიხრი გმირების წინაშე, განსაკუთრებული მადლობა მათ თავისუფლებისთვის

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან და ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირის –  მამუკა ნოზაძის საფლავი ტრადიციულად ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მამუკა ნოზაძის მშობლიურ სოფელ კართუბანში სოფლის დღესასწაული „მამუკაობა”, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო არ გაიმართა.

”9 აპრილი საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ეს დღე ჩვენი ტკივილი და დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამასთანავე ეს არის გამარჯვების დღე. წელს სამწუხაროდ ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება გავაუქმეთ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიყვარულსა და.თავისუფლებას შეეწირნენ, სამშობლოს საიმედო შვილები იყვნენ, მე დღეს ამაყი ვარ იმით, რომ მათ რიგებში ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი მამუკა ნოზაძე იყო. მინდა პატივი მივაგოთ უდანაშაულო მსხვერპლს, ქედს ვიხრი გმირების წინაშე, განსაკუთრებული მადლობა მათ თავისუფლებისთვის” – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები