დაბა ხულოში სადეზინფექციო ღონისძიებები პერმანენტულად ტარდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დაბა ხულოში სადეზინფექციო ღონისძიებები გრძელდება.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით სისტემატურად მუშავდება საცხოვრებელი სახლების ეზოები, ქუჩები და საცალფეხო ბილიკები.