ზვიად შალამბერიძე: ვანში მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ და საეჭვო სიპტომები ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის

ვანის მუნიციპალიტეტში მოწყობილ ბლოკპოსტებზე მოსახლეობის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. ვანში მცხოვრებ და მათ ვინც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან თერმოსკრინინგი უტარდებათ. ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიზე. მისი თქმით, მოქალაქეებმა შემოწმება გაიარეს და არცერთ მათგანს კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

„საეჭვო სიპტომები ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის, თუმცა ყველაზე ახლო კონტაქტებთან ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეღო სინჯები და ამაზეც გვექნება ინფორმაცია ხვალისთვის. დანარჩენს ვაკვირდებით ყველას, არ გაზრდილა კონტაქტები და ყველანი არიან თვითიზოლაციაში“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწუმებულის თქმით, დაინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია.

შეგახსენებთ, ვანში მას შემდეგ რაც ქალბატონს დაუდგინდა კორონავირუსი და მოხდა ოჯახის წევრებზე გავრცელება, საჭირო გახდა პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები