31 წლის მამაკაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადააგდო, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავა. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადააგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.

ის თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები