“გაიღე და დაეხმარე უპოვარს” –  ზუგდიდში სოციალური აქცია დაიწყო

“გაიღე და დაეხმარე უპოვარს” – ამ სლოგანით სამშენებლო კომპანია “TNT ჯგუფმა” ზუგდიდში სოციალური აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ უბანში კარადა დაიდგა, რომელიც ყოველდღიურად იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებით შეივსება, რაც სოციალურად დაუცველებს ყოველდღიურად სჭირდებათ.

“ეს არის ერთგვარი გამოწვევაც. ჩვენ ვიწვევთ აქციის ფარგლებში ყველა იმ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ ჩვენს თანაქალაქელებს. ეს უბრალოდ კეთილი ნებაა და ძალიან დიდი მადლიც”,- აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

მათივე განმარტებით, მათ მიერ დადგმული ქველმოქმედების კარადა ყოველდღიურად შეივსება იმ აუცილებელი პროდუქტებით, რომლებიც სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დროებით უმუშევრად ითვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები