ედიშერ გვენეტაძე არჩილ გამზარდიას: სხვის ჯიბეს რომ ითვლი, შენ რამდენი გაიღე ამ გაჭირვებისას

„უმადურ, გაუმაძღარ კაცზე საშინელი ამქვეყნად არაფერია. და თუ ამას კიდევ ემატება სხვისი ფულებისა და ანგარიშების მთვლელი არაფრისმქნელი, რომლის ტიპური მაგალითი ბ-ნი გამზარდიაა“, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჟურნალისტი, ექსპერტი გამზარდია რატომღაც მიიჩნევს, რომ ბაბუამისის ვალი უნდა ჰქონდეს ცნობილ მეცენატს.

„დიდი ილია ამბობდა: „გაცვეთილის კაცებისაგან არაფერია გასაკვირიო“. სწორედ ასეთთა რიგებში ვრიცხავ მე, მაგალითად, ისეთ სუბიექტს, როგორიცაა ე.წ. ჟურნალისტი, ე.წ. ანალიტიკოსი, ე.წ. პოლიტოლოგი, ე.წ. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და სხვა მრავალი მეცნიერებისა და სიბრძნის მცოდნე, ანუ „ყორფლისმცოდნე“ ე.წ. ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც იმ კაცმა, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი, გამოარჩია, გამოიყვანა, ქვეყანა დაანახა, კაცად ქცევა დაუპირა, მაგრამ ჭეშმარიტად დიდი იყო აკაკი წერეთელი, როდესაც თქვა: „მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამსო…“

დიახ, უმადურ, გაუმაძღარ კაცზე საშინელი ამ ქვეყნად არაფერია. და თუ ამას კიდევ ემატება სხვისი ფულებისა და ანგარიშების მთვლელი არაფრისმქნელი, რომლის ტიპური მაგალითია ბ-ნი გამზარდიაა, რომელიც რატომღაც ქვეცნობიერში თვლის, რომ ბაბუამისის ვალი უნდა ჰქონდეს ცნობილ მეცენატს.

ისე, სხვის ჯიბეს რომ ითვლი, შენ რამდენი გაიღე ამ გაჭირვებისას?

აი, ამას გეკითხებით, „ყორფლისმცოდნეო“, უფალო არჩილ?“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები