თორნიკე რიჟვაძე: ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს, დაუშვებელია პრემიების გაცემა და წახალისება

“ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს, დაუშვებელია პრემიების გაცემა და წახალისება”, – ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიები და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

,,ამ ეტაპზე, შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და, შესაბამისად, მომავალში, კიდევ ერთხელ, იმ პოზიციაზე ვრჩებით, ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს დაუშვებელია პრემიების გაცემა და წახალისება. გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად მოხდა გაცემული პრემიების დაბრუნება ბიუჯეტში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები