საგარეჯოში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის -გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით, კორონვირუსისს პრევენციის მიზნით და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, გარეპერიმეტრების დასამუშავებლად 200 ლიტრი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი იქნა შეძენილი.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შპს პროგრესი 2011-ის დასუფთავების ჯგუფმა, ქალაქ საგარეჯოში, თავშეყრის ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა.
“დამუშავდა ბანკების, მაღაზიების შესასვლელები და ქუჩის ტროტუარები. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უახლოეს დღეებში აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს. მადლობა ბატონ თენგიზ ცეცხლაძეს და უსაფრთხო სოფელს დამატებით, 100 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის საჩუქრად გადმოცემისთვის”- აღნიშნულია ინფორმაციაში.