ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ხელფასების ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, ზაქარია ენდელაძე “ფეისბუქგვერდზე” განცხადებას ავრცელებს, სადაც მედიასაშუალებებით გაჟღერებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

“მინდა, გამოვეხმაურო გუშინ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. ინფორმაცია ეხებოდა “საქართველოს საინფორმაციო მაცნეზე” გამოქვეყნებულ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას, სადაც არ არის განმარტება გაკეთებული იმის შესახებ, რომ 2020 წლის 4 მარტის “მაცნეზე” გამოქვეყნებული საკრებულოს დადგენილება ცვლილებაზე არ ეხება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასების ზრდას. განვმარტავ, რომ 2020 წლის 4 მარტს “მაცნეზე” გამოქვეყნებული საკრებულოს დადგენილება ცვლილებაზე ეხება მხოლოდ კონკრეტულად ინფრასტრუქტურის ინსპექტირების თანამშრომლების ხელფასი ზრდას, დადგენილების ცვლილებასთან მერისა და მისი მოადგილეების ხელფასი ზრდას არანაირი კავშირი  აქვს, მათი ხელფასის ზრდა განხორციელდა 2018 წლის იანვრის თვეში. სწორედ ეს ნაწილია არასწორი ინფორმაცია და გვინდა, გვჯეროდეს, რომ საინფორმაციო საშუალებები დაეყრდნო “მაცნეს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელსაც არ ახლდა განმარტებითი ბარათი. ბუნებრივია, მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობებში, მსგავსი პროცესები მუნიციპალიტეტში არ განხორციელდებოდა”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები