გიორგი კეკელიძე – „ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე 9 აპრილთან დაკავშირებით “ფეისბუქის” გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„მეგობრებო და მედიის ძვირფასო  წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი.
დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე სახლებში მყოფებმა შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც აქვს – დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენისა.
გვახსოვდეს 9 აპრილი.
თქვენი გიორგი კეკელიძე“, – წერს გიორგი კეკელიძე “ფეისბუქის” გევრდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები