ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ თანაქალაქელების დასახმარებლად სოციალური აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებში, მერიის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად პირადი სახსრებით გარკვეული რაოდენობის თანხა შეაგროვეს.

შეგროვილი თანხით შეძენილი იქნა საკვები პროდუქტები, რომლითაც დახმარება გაეწია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები 448 ბენეფიცირს გადაეცა, მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებსა და ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს.

ასევე, პროგრამის – ,,უფასო სასადილო” ფარგლებში, 70 წელს გადაცილებულ მოქალქეებს ყოველდღიურად სადილი ბინაზე მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები