ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში ორი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში ორი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება.  თვითიზოლაციის წესის დაცვა ნასაკირალის მკვიდრებს, იმის გამო უწევთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მათთან სტუმრად ბათუმში დაინფიცირებული პირის კონტაქტი იმყოფებოდა.

როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე “რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, სტუმრად მისულ პიროვნებას შეხება არ ჰქონია მასპინძელთან.

“ბათუმიდან გაუვლიათ ოზურგეთში, ნასაკირალში, მაგრამ რადგან ამ პიროვნებას სიცხე ჰქონია, არც კი ჩასულან ეზოში, არანაირი შეხება არ ჰქონიათ ერთმანეთთან, უბრალოდ გაისაუბრეს. ჩვენ ვიყავით ორ ოჯახში ნასაკირალში და თვითიზოლაციის პირობის დაცვა ვთხოვეთ მათ. არაფერი საშიში არ არის”,- განაცხადა მაია ქუტიძემ.

შეგახსნებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2014 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 3. კარანტინის რეჟიმში – 4722, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები