მარტვილში სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის მოსახელობაზე საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარტვილის მერიიდან აცნობეს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასურსათო ნობათს ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები სახლში მიუტანენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს ქალაქის მერი, ალექსანდრე გრიგალავა და მისი მოადგილე, აკაკი ხუნწელია უწევენ.
კვების პროდუქტები სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 847 აღსაზრდელს უკვე გადაეცა.