აჭარაში 116 პირი გამოიკვლიეს – მათი პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია

ქობულეთსა და ბათუმში 24 საათში 116 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის, მედ-პერსონალი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავირუსი არცერთ მათგანს  დაუდგინდა.
,,გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია. ქობულეთის კლასტერიდან 100-ზე მეტი პირია გამოკვლეული, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. გარკევეული ტესტები რამდენიმე დღეში ჩატარდება, აქ მხოლოდ ერთი ქალის კონტაქტზე არ ვსაუბრობთ, ვეძებთ ექვსივე პირის შემხებლობას სხვა ადამიანებთან. კავშირები იკვეთება როგორც ბათუმის, ასევე – ქობულეთის. ბათუმში, ძირითადად, ოჯახური კონტაქტებია“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში კორონავირუსი გუშინ 5 პირს დაუდასტურდა, ისინი იმ ბათუმელი ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, რომელსაც კორონავირუსი 7 აპრილს დაუდასტურდა. ჯამურად, ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში Covid-19-ზე 14 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხანდაზმული ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები