ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი StopCov ფონდში როგორც სჩვევია, მშვიდად, წყნარად, ხმაურის გარეშე გადარიცხა
“საქმე 100 მილიონში არ არის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში წუხელ ღამით გადარიცხვა. საქმე სხვა რამეშია. მან ეს, როგორც სჩვევია, მშვიდად, წყნარად, ხმაურის გარეშე გააკეთა”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“მართალი გითხრათ, არც გამკვირვებია ეს მილიონები, ივანიშვილს გაცილებით დიდი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული ათწლეულების განმავლობაში.
ახლა შევხედოთ მის მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ ოპოზიციას. იხმაურეს, ხალხი გააგიჟეს, არეკინეს საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, აგინეს დიპლომატებს, უამრავი ვიდეო ჩაწერეს, და რა?
არცერთი რეისი არის შესრულებული ქართველების საქართველოში ჩამოსაყვანად. არადა ვინ უშლიდათ ხელს? არც ფული გადაურიცხიათ StopCov-19-ის ფონდში, ერთი კვირაა, გვპირდებიან.
“ლელოს” მესვეურებმა საერთოდ საცოდავი 100 ათასი გადარიცხეს და ხელი დაიბანეს. მომჭირნეები ეგენი!მოკლედ, ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის ზუსტად ისეთი განსხვავებაა, როგორც 100 მილიონსა და მაგ 100 ათასს შორის! პროპორცია დაცულია!”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოცილურ ქსელში.
ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა განახორციელა.