“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა”

“ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა, ნინო ალხაზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევა დღეს 13 პაციენტს ჩაუტარდება.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე, კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობა საყურადღებოა. დღეს კორონავირუსზე კვლევა 13 პაციენტს ჩაუტარდება”, – განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები