ბორჯომში კაცმა მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადააგდო

ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცმა ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადააგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას სისხლდენა დაეწყო და ამჟამად თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში გადაჰყავთ.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ მოქალაქე თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა, რომელსაც ფაქტის შესახებ ადგილობრივებმა აცნობეს.

როგორც ირკვევა, კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება, ან დაღუპვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები