მოძრაობა „შენმოქმედი” მიუსაფარ ცხოველებს თბილისსა და რეგიონებში, საკარანტინე ნორმების დაცვით, საკვებს მიაწვდის
„სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი” შეუერთდა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის პერიოდში კარანტინის გამო მარტო დარჩენილი მიუსაფარი ცხოველების გამოკვებასა და მათ ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას”, – ინფორმაციას სექტორი – 3 “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მოძრაობის წევრები, რეგიონებსა და დედაქალაქში საკვებს მიაწვდიან ცხოველებს – საკარანტინე ყველა ნორმის დაცვით.
„თქვენც შეგიძლიათ, ჩაერთოთ, დარჩეთ სახლში და დაეხმაროთ ცხოველებს, მიუსაფარი ცხოველების ფონდში თანხის ჩარიცხვით. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის”, – წერს სექტორი – 3.
თანხა გროვდება ანგარიშის ნომერზე:
#GE52TB7766945061100111 თიბისი
#GE65BG0000000826767500 საქართველოს ბანკი
მიმღების სახელით: დავით დიდებაშვილი
დანიშნულება: ცხოველებისთვის