თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში. მისივ პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება.

„საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არცერთ დღეს  ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1-2-3 შემთხვევა. ყველა სხვა ქვეყანაში ფიქსირდება 500 შემთხვევაზე მეტი. ჩვენთან ორ ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია. ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება, იქნას სამი ათეული, შეიძლება, იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ძალიან დიდი დარწმუნებით ვამბობ. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას. საქართველოში, ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც სხვაგან, ყველგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20 000-ზე, 30 000-ზე მეტი და ზოგან 100 000-ზე და 200 000-ზე მეტი. ჩემი პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და  შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე და, დაახლოებით, თვე-ნახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები