“საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი 86 წლის ქალია.
“სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში კოვიდ ინფექციით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა და ეს შემთხვევა პირველია ინფექციური საავადმყოფოსთვის – ეს იყო 86 წლის ქალბატონი, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, ჰქონდა მძიმე ნერვოლოგიური დაავადება, მძიმე ორმხრივი პნევმონია, პრაქტიკულად, არ ჰქონდა დარჩენილი ფილტვის ჯანმრთელი ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები”, – განაცხადა ცერცვაძემ.