დავით ზალკალიანი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ივნისში გამართვა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული

“კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა საქართველოს პრემიერმინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა, მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო გააქტიურებას.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საქართველოში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის – „მეტი მეტისთვის” კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტი. როგორც ცნობილია, სამიტი ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რაც უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით განვითარდება. მიუხედავად თარიღისა, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. მინდა გამოვთქვა იმედი და ეს იმედი ვიდეოკონფერენციის დროსაც იყო გამოხატული, რომ ივნისისთვის შესაძლოა ბევრად  უკეთეს სიტუაციაში ვიყოთ, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირის ფარგლებში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები