გიორგი ანდრიაძე: ვფიქრობ, საქართველო წმინდა ცეცხლს სპეციალური რეისით ჩამოაბრძანებს

“ვფიქრობ, საქართველო წმინდა ცეცხლს სპეციალური რეისით ჩამოაბრძანებს”, – ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ანდრიაძე აცხადებს, რომ პროცესს ორგანიზებას ისრაელი უწევს – მართლმადიდებლური სახელმწიფოები გააგზავნიან თვითმფრინავს და მათ წმინდა ცეცხლს აეროპორტში მიაწვდიან.

„ისრაელის სახელმწიფომ უზრუნველყო ეს. მე მაქვს ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოდან. მართლმადიდებლური სახელმწიფოები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, გააგზავნიან თვითმფრინავს და აეროპორტში მიაწვდიან ცეცხლს, რომელიც გარდამოვა იმ დღეს.
ზუსტად არ ვიცი, საქართველოში გადაწყვეტილი არის, თუ არა. მგონი, ამას ხელი არ შეეშლება და საქართველოც ასევე სპეციალური რეისით ჩამოაბრძნაებს ცეცხლს. ჯერ არ გახმაურებულა ოფიციალურად,  მაგრამ ასე მგონია, რადგანაც სხვა ქვეყნებმა ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტეს. ამას ორგანიზება ისრაელის სახელმწიფომ გაუკეთა“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები