ლანჩხუთის მერია კომპანია “კოკა-კოლას” საჩუქარს სოციალურად დაუცველებსა და ხანდაზმულ ადამიანებს გადასცემს
ლანჩხუთის მერია კომპანია “კოკა-კოლას” საჩუქარს სოციალურად შეჭირვებულ და ხანდაზმულ მოსახლეობას დაურიგებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მერმა სხვა კომპანიებსა და ბიზნესმენებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შემოერტებისა და ქველმოქმედებისკენ მოუწოდა.
“დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველი საჩუქარი კომპანია „კოკა-კოლასაგან” მიიღო, რომელიც სოციალურად შეჭირვებულ და ხანდაზმულ ადამიანებს გადაეცემა. მინდა, მივმართო სხვა კომპანიებს, ბიზნესმენებს – შემოუერთდნენ ამ აქციას, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ დიდ საქმეში, რასაც ქველმოქმედება ჰქვია”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
ცნობისთვის, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კომპანია „კოკა-კოლა” საქართველოს მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა სახის უალკოჰოლო სასმელებს გადასცემს.