ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი: სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდება, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას

ხარების სადღესასწაულო წირვა სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში, მათ შორის ფოთის საკათედრო ტაძარშიც ჩატარდა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა.

“ვეცადოთ, შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო,”-ამის შესახებ ხობისა და ფოთის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდება, იქ სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან.

ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლს შორის დაცული იყო დისტანცია. ზიარება კი ჩვეულებრივი წესით ჩატარდა.

“ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას. თუ რატომ არ ესწრება პატრიარქი წირვას ვერ გეტყვით , არის ხოლმე შემთხვევები, როცა არ ესწრება. ხან შეუძლოდ არის ადამიანი , ხან გადაღლილია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. ასე რომ, მე ვერ გეტყვით ამას. რატომ უნდა გაგიკვირდეთ პატრიარქი ვერ დაესწროს, იცით ყველამ მისი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს ახლა მის ფიზიკურ მდგომარეობას, ვიდრე შეეფერება,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს აღნიშნავს და იგი 12 საუფლო დღესასწაულთაგანია. მომდევნო დიდი ქრისტიანული დღესასწაულია ბზობა (უფლის შესვლა იერუსალიმში). ბზობა აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, 12 აპრილს აღინიშნება. ხოლო 19 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – უფლის აღდგომას აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები