პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ყველა მსჯავრდებულს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.