ჭიათურაში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა”, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი შეიძინა. 230 ბენეფიციარს სასურსათე პაკეტები ადგილზე მიუტანეს.

ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა სოფლებში – პერევისა და გუნდაეთი, ასევე, ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს სასურსათო კალათა პირადად გადასცეს.

“ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჭიათურელის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამიტომ მზად ვართ, ადგილზე მივიდეთ და პროდუქტი გადავცეთ. ყველას მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს თანაქალაქელებს მოხალისეები მოემსახურებიან“, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია მზადაა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოხუცებს დახმარება აღმოუჩინოს.

“ჯორჯიან მანგანეზმა”, იაზრებს რა კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებას, აიღო ხანდაზმულების პირველადი საჭიროების პროდუქტით მომარაგების პასუხისმგებლობა და მათთვის სასურსათე პაკეტები შეიძინა, მოხუცებულთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში “ჯორჯიან მანგანეზმა” სხვა არერთი სოციალური პროექტიც განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ხანდაზმულთა პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფაა. კიდევ ერთხელ
მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით – რისკჯგუფის წარმომადგენლებს, დარჩნენ სახლში, რათა მალე დავამარცხოთ ეს გამოწვევა” , – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები