შუახევის მუნიციპალიტეტში სოციალური კამპანია გრძელდება
შუახევის მუნიციპალიტეტში სოციალური კამპანია გრძელდება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქციაში შუახევის მკვიდრი მამუკა აბუსელიძე ჩაერთო და მუნიციპალიტეტს პირველადი საჭიროების სურსათი გადასცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სურსათი სოფელ ლაკლაკეთში შეჭირვებულ ოჯახებს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრებთან და მამუკა აბუსელიძესთან ერთად გადასცა.
“დასაფასებელია კერძო სექტორის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა არსებულ სიტუაციაში, რისთვისაც ჩვენი გუნდის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მსგავსი საქველმოქმედი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და მაქსიმალურად შევეცდებით, შევუმსუბუქოთ უმწეო ოჯახებს დღევანდელი ყოფა”,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.