თვითშეფასების ტესტი: მიანიშნებს თუ არა თქვენი სიმპტომები COVID-19-ის ინფექციაზე

ჯანდაცვის ციფრულმა პლატფორმამ, პორტალმა MyDoc.ge-იმ COVID-19-ის სიმპტომების თვითშეფასების ტესტი შექმნა. ტესტის მეშვეობით მოქალაქეებს საკუთარი სიმპტომების შეფასება თავადაც შეუძლიათ.

თვითშეფასების ტესტთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგი „კვირა“ MyDoc.ge- ის თანადამფუძნებელს, ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში – ირაკლი სასანიას დაუკავშირდა.

-ბატონო ირაკლი, რას წარმოადგენს COVID-19-ის სიმპტომების თვითშეფასების ტესტი და რითაა მნიშვნელოვანი ამგვარი რესურსის არსებობა? რა დახმარებას გაუწევს ეს ჯანდაცვის სისტემასა და მოქალაქეებს?

COVID-19 ის თვითშეფასების ტესტი წარმოადგენს ამ ვირუსისათვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომების იდენტიფიკაციისა და ამ დაავადებასთან დაკავშირებული სარწმუნო ინფორმაციის მიღების სწრაფ, დამხმარე ავტომატურ საშუალებას. ის ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლოს ცენტრების (აშშ/ევროპა) მეთოდოლოგიებსა და სტანდარტებს.

-არის თუ არა ამ პროექტის შესახებ ინფორმირებული დაავადებათა კონტროლის ცენტრი და თუ ინფორმირებულია, როგორია მათი შეფასება ამ ტესტის შესახებ?

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმირებულია. ტესტი განხილული იქნა ცენტრის ხელმძღვანელობისა და ეპიდემიოლოგების მიერ, შეფასება მაღალია. ცენტრმა ტესტი Facebook-ში, საკუთარ გვერდზე განათავსა.

ბატონო ირაკლი, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თვითშეფასების ტესტით სარგებლობა? არის თუ არა ის ფასიანი?

ტესტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს და ის, რა თქმა უნდა, უფასოა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები