ნინო წილოსანი: საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოხსენიებულია და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის

“საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოხსენიებულია და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის”, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი უცხოური გამოცემა გამოეხმაურა საქართველოს მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს.

„ქართული ოცნების” გუნდის, მთავრობისა და ამ სამუშაოებში ჩართული ყველა სტრუქტურის კოორდინაცია და მუშაობა ადვილად დასანახია, თუ რამდენად ეფექტურია. ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც სათანადოდ აფასებენ. არაერთი უცხოური გამოცემა გამოეხმაურა საქართველოს მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს. ბრიტანული „ტელეგრაფი” საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველო შედარებულია დასავლეთ ევროპის ძალიან წარმატებულ ქვეყნებს – ჰოლანდია, შვედეთი, ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ. და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოხსენიებულია და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან დროული რეაგირების რეჟიმში, რაც ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია და ამას ხაზს უსვამს ავტორი აღნიშნულ სტატიაში. აქვეა მინიშნებული, რომ მთავრობა ატარებს არა პოპულისტურ, არამედ – მხოლოდ და მხოლოდ რეალურ და საჭირო ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრის გაცხადებული პოზიციაა, რომ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების” უმნიშვნელოვანესი ამოცანა და უპირველესი მიზანია როგორც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ამასთანავე, საჭირო ბალანსის დაცვა ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის სასარგებლოდაც.

„მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, თითოეულ მოქალაქესთან ერთად ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები