რუსთავის მერიამ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის კიდევ ერთი ქოლ ცენტრი გახსნა

რუსთავის მერია მოსახლეობასთან კომუნიკაციის გასამარტივებლად დამატებით ზომებს იღებს. დღეიდან რუსთავის მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხელი ხაზის პარალელურად,  ქოლ ცენტრი ამოქმედდა. მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია დარეკოს  ნომრებზე: 0(341) 255127, 255183, 270005, დილის 10 საათიდან 18.00 საათამდე კი, მათ მერიის ოპერატორები  დამატებით,  შემდეგ ნომრებზე მოემსახურებიან: 0(341)255109, 255186, 255098, 255118, 255142.

პარალელურად არ წყდება რუსთავის მოსახლეობის დახმარების კამპანია, რომელიც მოხალისეების მეშვეობით, რუსთაველებისთვის პროდუქტის და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების მიტანას გულისხმობს. ბენეფიციართა შერჩევა, არა მარტო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბაზიდან, არამედ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვითაც ხდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია თითოეულ რუსთაველამდე მივიდეს, დღეიდან დამატებით ავამოქმედეთ კიდევ ხუთი ნომერი ცხელ ხაზზე, აქამდე ცხელი ხაზის სამი ოპერატორის მეშვეობით  ხდებოდა მოსახლეობის ზარების მიღება, დღეიდან მათ უკვე რვა სხვადასხვა ნომერზე შეუძლიათ დარეკონ. ამ გზით გვინდა, რომ რუსთაველებს ჩვენთან კომუნიკაცია  გავუმარტივოთ და დისტანციური ურთიერთობა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ. ვაგრძელებთ სურსათით დახმარების კამპანიასაც და დღეს, მოხალისეები 300 რუსთაველ ოჯახს მიუტანენ სასურსათო პაკეტს. მინდა, რუსთაველებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, მთავარია, მათ დაიცვან რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და  ეს იქნება მათი მხრიდან საქართველოსთვის და რუსთავისთვის გაწეული დახმარება. რაც შეეხება ვირუსის შემთხვევებს რუსთავში,ამ მხრივაც მინდა, რომ იყვნენ მშვიდად, რადგან თითოეული შემთხვევა მაქსიმალური კონტროლის ქვეშაა და განგაშის საფუძველი არ არსებობს”,-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ცნობისთვის, რუსთავში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსუსის 7 შემთხვევაა დადასტურებული. ცხელების ცენტრში,  სულ 13 ადამიანია მოთავსებული, აქედან 9 გუშინ ღამით  შეიყვანეს ვარშავის რეისიდან, 4 მოქალაქე, კი წინა დღეებში თვითდინებით იყო შესული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები