“კორონავირუსით გარდაცვლილი 72 საათამდე უნდა დაიკრძალოს, მისამძიმრების და სარიტუალო სუფრების გარეშე”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის წესზე ისაუბრა. მისი თქმით, რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით.
„ჩვენთან არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები დამტკიცებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 25 მარტს, ეს არის ბრძანება 123, რითაც ბევრი რეკომენდაცია არის დამტკიცებული და მათ შორის არის დამტკიცებული ინსპექციის კონტროლის ღონისძიებები კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს, რა ხორციელდება. ეს დოკუმენტია, დეტალურად არ განვიხილავ, დევს ვებგვერდებზე. ეს არ გახლავს ისეთი მძიმე, როგორიც არის ებოლას, ან სხვა ჰემორაგიული ცხელებების დროს. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ამ დოკუმენტში არის მითითებული და რეკომენდებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით.
ჩამოგითვლით, ადამიანი კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორ უნდა იყოს გაპატიოსნებული გვამი. გვამისთვის სპეციალური ჩანთები არსებობს და ქვეყანაში არის, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი. შემდეგ ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების მიერ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნების სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება, დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს ახლობლებს და მათ კარგად უნდა აუხსნან, შემდეგი სარიტუალო პროცედურები და უნდა მიყვნენ ამ სარიტუალო პროცედურებს. სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე და ამას ხაზს ვუსვამ. ამ დროს არ იყოს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდები და სასურველი არ არის სარიტუალო სუფრები და ა.შ. ყველა ეს რეკომენდაცია ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს.
ზოგადად, უნდა ავერიდოთ ამ დროს ამ ინფექციით გარდაცვლილთა გაკვეთას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და ამის ჩვენებებია, როდის უნდა იყოს გაკეთებული. აღწერილია, ეს როგორი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, ვინც კვეთას აკეთებს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.