რიმა ბერაძე: აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავ
“ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ ამ პროცესში ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს თანადგომას ყოველდღიურად საჭიროებენ”,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, ის უერთდება “ქართული ოცნების” ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.
“მიუხედავად მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებისა (რომლის შედეგებსაც ყველა ვხედავთ და ვამაყობთ), მათი ფინანსური რესურსი უსასრულო ვერ იქნება.
ამიტომ დროული და მნიშვნელოვანია, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, გამოვნახოთ საშუალება და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
ვუერთდები „ქართული ოცნების“ სოლიდარულ ინიციატივას და ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავ!
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა და მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ გამარჯვებას!”-წერს რიმა ბერაძე სოციალურ ქსელში.