ნათია თურნავა: “ფონდი ქართუ”, როგორც ყოველთვის, საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას

“ფონდი ქართუ”, როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას, პირველ ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის გვერდით ყველაფერში, როდესაც გლობალური კრიზისული ვითარება გვიდგება წინ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფონდ “ქართუს” თანადგომა თბილისის წყალდიდობისა და სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს გამოჩნდა და ახლაც, როგორც ყოველთვის, მზადყოფნას გამოხატავს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ჯერჯერობით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვმუშაობთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორთან, რომელმაც დახმარების სურვილი გამოხატა და მთლიანობაში, ამ პაკეტში გადაწყდება დამატებითი დახმარების საჭიროება. მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ფონდ ქართუს, რომელიც ყოველთვის დგას ქართველი ერის გვერდით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები