პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ერთი ძალიან საინტერესოა, პაციენტი სახლიდან არ გამოდიოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძეს თქმით, კონორავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთი პაციენტია საყურადღებო. დანარჩენი კი ცნობილი შემთხვევების კონტაქტებია, მაგალითად, ეროვნული ბანკის თანამშრომლების კლასტერის გაგრძელება, ასევე, ბოლნისის შემთხვევის გაგრძელება და ა.შ.

„ერთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რომლის ინტენსიური კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც, პრაქტიკულად, სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ, ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით,”– განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები