“ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა კორონავირუსის პრევენციისთვის არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს”

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა კორონავირუსის პრევენციისთვის არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს.

„ეს დაავადება მართალია, გაცილებით ნაკლებ პროცენტში, მაგრამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის 60 წელზე ნაკლები ასაკის პირებს და სრულიად ახალგაზრდებსაც კი. მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. ამაზე მეტყველებს უცხოეთის ქვეყნებში არსებული სამწუხარო შემთხვევები. მათ შორის , ძალიან ბევრი ჩინეთში და იტალიაში. აშშ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილთა 20% არ იყო ხანდაზმული და ახალგაზრდა ასაკის იყო. ამას წინათ გამოქვეყნდა შემთხვევა, როდესაც საფრანგეთში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ასე რომ, დაცული არც ერთი ჯგუფი არ არის და ამიტომ, ასაკი არ არის იმის გარანტია, რომ ადამიანმა არ დაიცვას უსაფრთხოების ზომები და ზედმეტად გათამამდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები