მუსიკალური შეხვედრების ონლაინკონცერტი კონსერვატორიაში – ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი

მუსიკალური შეხვედრების მეორე ონლაინკონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში  ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიან კვარტეტს ეთმობა.
3 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2017 წლის ჩანაწერს უჩვენებს, რომელიც საერთაშორისო ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა.
ბოროდინის კვარტეტი შეიქმნა 1945 წელს მოსკოვის კონსერვატორიის ოთხი სტუდენტის ინიციატივით და ის, დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ბიოგრაფიის მქონე კვარტეტის სტატუსს.
ათწლეულების განმავლობაში კვარტეტმა სახელი გაითქვა მაღალი პროფესიონალიზმით, მუსიკალური ოსტატობითა და დახვეწილობით.
კვარტეტი თავისუფლად გრძნობს თავს კლასიკური მუსიკის ნებისმიერ მიმართულებაში.
კვარტეტს დიდი მეგობრობა აკავშირებდა კომპოზიტორ დ.შოსტაკოვიჩთან, რომელიც პირადად უწევდა მუსიკოსებს კონსულტაციას მისი თითოეული კვარტეტის შესრულებისას.
საკვარტეტო მუსიკის შესრულების პარალელურად, ბოროდინის კვარტეტი რეგულარულად თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებთან. სხვა და სხვა წლებში კვარტეტის პარტნიორები იყვნენ: ს.რიხტერი, ი.ბაშმეტი, მ.კოლინზი, ე.ლეონსკაია, ბ.ბერეზოვსკი, დ.მაცუევი, ნ.ლუგანსკი და ბევრი სხვა.
კვარტეტის წევრებს სისტემატურად იწვევენ მასტერკლასების ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის შემადგენლობაში.
1995 წელს კვარტეტის, სტუდია ONYX-ში გამოცემული პირველი ჩანაწერი წარდგენილი იყო Grammy-ზე ნომინაციაში – „კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები