“ფორინ პოლისი”: გაკვეთილები საქართველოდან, კანადიდან, ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია

ამერიკულ გამოცემა “ფორინ პოლისის” ერთ-ერთ სტატიაში იმ ქვეყნების შესახებაა საუბარი, რომლებიც კორონავისრუსთან ბრძოლას წარმატებით უმკლავდებიან. სტატიის თანახმად, ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ: ტაივანი, კანადა, სამხრეთ კორეა, საქართველო და ისლანდია და მათი მაგალითები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია.
​სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ზოგიერთი წარმატების ისტორია მოულოდნელობას წარმოადგენს. თავის პოდკასტზე (Don’t Touch Your Face) Foreign Policy-ს ჟურნალისტმა, ეიმი მაკკინონმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს მიერ განხორციელებულია ადრეული რეაგირება. ქვეყნის სიმცირისა და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, დაიხურა სკოლები და ჩატარდა მასშტაბური დიაგნოსტიკური ტესტირება. ამჟამად, საქართველოში დადასტურდა 117 შემთხვევა და სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი. „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობა თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს“, – განუცხადა მაკკინონს ქართველმა ჟურნალისტმა, ნატალია ანთელავამ. ასევე მნიშვნელოვანია ქართული ხასიათი: „ქვეყნისთვის კრიზისები უცხო არ არის. საქართველოს გადატანილი აქვს სამოქალაქო ომები და 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპაცია, ასევე, ძალიან მძიმე 90-იანი წლები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – ამბობს ანთელავა.

წყარო : https://foreignpolicy.com/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები