ზესტაფონში 2 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთასა და ზედა საქარაში ახალი სკოლები შენდება.

არგვეთის საჯარო სკოლის კორპუსი 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულება უახლესი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

არგვეთის სკოლის მშენებარე კორპუსი, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, არგვეთაში ახალი სკოლის მშენებლობა, ადგილობრივებს აძლევს იმის შესაძლებლობას, მათ საკუთარ სოფელში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ გარემოში მიიღონ განათლება.

არგვეთის საჯარო სკოლის მშენებლობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები