ცერცვაძე: ჩემი პირადი პროგნოზით, ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში იქნება, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაბლა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი პირადი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში იქნება, შენარჩუნდება კიდევ სამ კვირას და შემდეგ გავრცელების მაჩვენებელი დაბლა წავა.

“ჩვენთან ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია – 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტალობა, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ათეულ ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, ეს უფრო რთული კითხვაა, არავინ იცის, როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია.

ჩემი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში იქნება, შენარჩუნდება კიდევ სამ კვირას და მერე წავა დაბლა”, – აცხადებს ცერცვაძე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები